თავში

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულების ბინაზე მკურნალობა დაიწყეს

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულების ბინაზე მკურნალობა დაიწყეს
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულების ბინაზე მკურნალობა დაიწყეს

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესი დაიწყო. 

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა, რამდენიმე პაციენტი უკვე მკურნალობს ბინაზე და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მან ასევე განმარტა იმ პაციენტების კატეგორია, რომელიც ბინაზე ვერ იმკურნალებს. 

„ბინაზე მკურნალობის პროცესი მეორე დღეა დაიწყო, მკაცრად არის გაწერილი პროტოკოლით, ვინ დარჩება სახლში, ეს არის აუცილებლად მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები, ბინაზე ვერ იმკურნალებენ ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და სხვა კატეგორია“, - ნონა ეფაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში დადასტურებული 227 შემთხვევიდან, 165 აჭარაში გამოვლინდა

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-ით გაიზარდა და ჯამში 1643-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system