თავში

ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებს ორჯერ აჭარბებს - VIDEO

ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებს ორჯერ აჭარბებს
ეზუგბაია: გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებს ორჯერ აჭარბებს - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად, კოვიდცენტრებში მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობას, განკურნებულთა რაოდენობა ორჯერ აჭარბებს. 

"ახალი ინფიცირებული გვყავს მხოლოდ 3, ახლა არის 735 დადასტურებული შემთხვევა. გვყავდა 537 გამოჯანმრთელებული და ახლა 20 დაგვემატა. დღეისთვის გვყავ 557 გამოჯანმრთელებული. ეს არის დადასტურებული პაციენტების, დაახლოებით, 74 %. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე ორჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფთა რაოდენობას, ანუ 166 მკურნალობს ამჟამად და 379-ით მეტია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა" - განაცხადა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. 

"3 ახალი შემთხვევიდან 3-ვე საკარანტინო სივრციდანა არის. ახალი წყარო არ გვყავს" - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 735-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი, ჯამში განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 557-ს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system