თავში

კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკა საქართველოში

კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკა საქართველოში
კორონავირუსის შემთხვევათა სტატისტიკა საქართველოში

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი, ჯამში კი 818 შემთხვევაა დადასტურებული. შორის გამოჯანმრთელებულია 686 ადამიანი. 

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 13 პაციენტი, ხოლო საზღვარგარეთ, გარდავლილია საქართველოს 16 მოქალაქე. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2902 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 249.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system