კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა კლინიკა "მედალფა" უკვე დატოვეს. კორონავირუსი ორმა პირმა დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეექვსე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ამ დროისთვის კლინიკაში17 პაციენტი რჩება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.