თავში

რამდენი ადამიანია აცრილი კორონავირუსზე - 15 აპრილის მონაცემები

რამდენი ადამიანია აცრილი კორონავირუსზე - 15 აპრილის მონაცემები
რამდენი ადამიანია აცრილი კორონავირუსზე - 15 აპრილის მონაცემები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 424 ადამიანი აიცრა.

მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის სულ აცრილია 24 917 ადამიანი.

ცნობისთვის, 30 მარტს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაციის უფლება მიიღეს 65 წელს გადაცილებულმა მოქალაქეემაც, ხოლო მოგვიანებით, ასაკობრივი ზღვარი  კიდევ შემცირდა და ვაქცინაციის პროგრამაში 55 წელს გადაცილებული მოქალაქეებიც მონაწილეობენ. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

სად და როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციისთვის - ინსტრუქცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system