თავში

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა. მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა stopcov.ge-ზე.

ამ დროისთვის, ჯამში ინფიცირებულია 683 პირი. აქედან 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში - 3822, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 360 ადამიანი იმყოფება. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system