თავში

საქართველოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში  COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა. stopcov.ge -ის ინფორმაციით ამ დროისთვის იმ პირთა რიცხვი ვინც კორონავირუსი დაამარცხა 288-ს აღწევს. 

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, დღეს კორონავირუსი კიდევ 8 პაციენტს დაუდასტურდა. 

კარანტინის რეჟიმში რჩება 4723 პირი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 446 პირი. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system