თავში

17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფის პირველი მატჩი ჩაატარა

17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფის პირველი მატჩი ჩაატარა
17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფის პირველი მატჩი ჩაატარა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფის პირველი მატჩი ჩაატარა. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე გიორგი ჩიტაურის გუნდის პირველი მეტოქე უკრაინა იყო.

პირველმა ტაიმმა საქართველოს ნაკრების უპირატესობით ჩაიარა, თუმცა გოლის გასატანად ეს საკმარისი არ გამოდგა - 0:0.

შესვენების შემდეგ უკრაინელები 51-ე წუთზე ვოლოშინის გოლით დაწინაურდნენ. 76-ე წუთზე კი ვოლოშინმა საგოლე პასით ოჩერეტკოს გაატანინა და 0:2.

მომდევნო მატჩს გუნდი 16 ნოემბერს ჩაატარებს პორტუგალიასთან, რომელმაც დღეს 4:0 დაამარცხა ალბანეთი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system