თავში

All Star მატჩი ლებრონის გუნდმა მოიგო - VIDEO

All Star მატჩი ლებრონის გუნდმა მოიგო
All Star მატჩი ლებრონის გუნდმა მოიგო  - VIDEO

ALL Star-ის კვირეული ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდების მატჩმა დააგვირგვინა. დაძაბულ ბრძოლაში ლებრონის გუნდმა 2 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 157-155 იმარჯვა.

შეხვედრის MVP-ი ანუ ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. კავაი ყველა ვარსკვლავთა მატჩის საუკეთესო მოთამაშე კარიერაში პირველად გახდა. შეგახსენებთ რომ საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო კობი ბრაიანტის სახელობის გახდა. 

ანტეტოკუნმპოს გუნდში საუკეთესო იანისი იყო, ფორვარდმა 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system