თავში

არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას - შოთა არველაძე

არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას - შოთა არველაძე
არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას - შოთა არველაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.

უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა" - წრს არველაძე. 

ცნობისთვის აჩი არველაძემ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი გააკრიტიკა და ასეთი რამ თქვა: - "მინ­და ვთქვა, რომ ვი­ღა­ცებს მი­სა­მარ­თი ეშ­ლე­ბათ, ან ვერ ხვდე­ბი­ან სად არი­ან. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, როცა ნაკ­რებ­ში მუ­შა­ობ, თავს უფ­ლე­ბა მის­ცე და ისე მო­იქ­ცე, რო­გორც მწვრთნე­ლი ან­ტა­ლი­ა­ში, საკ­ლუ­ბო შეკ­რე­ბე­ბის დროს იქ­ცე­ვა! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის თა­მა­ში და დე­ბი­უ­ტი ასეთ მოკ­ლე დრო­ში, ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩებ­ში?!".

არველაძის კრიტიკას ლევან კობიაშვილის პასუხი მოჰყვა: "წა­ა­გებს ნაკ­რე­ბი და ჩამ­წკრივ­დე­ბი­ან და კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ. აქ არ იყა­ვით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში? გე­კე­თე­ბი­ნა, თუ რამე შე­გეძ­ლო?! ერთი მო­ე­და­ნი არ გა­გი­კე­თე­ბია, და­დი­ხარ და რა­ღა­ცებს პრო­ფე­სო­რობ. პრობ­ლე­მა კი არ მაქვს, უნდა აკ­რი­ტი­კო, მაგ­რამ შე­მოგ­ვთა­ვა­ზე, თუ შე­გიძ­ლია, მოდი და იმუ­შა­ვე... დგა­ხარ, რა­ღა­ცებს პრო­ფე­სო­რობ... თუ გინ­და, გე­უბ­ნე­ბი­ან, მოდი და იმუ­შა­ვე. ხან რა მი­ზე­ზებს ედე­ბი­ან, ხან რას. მი­ხე­დე რა შენს საქ­მეს". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system