
აზერბაიჯანელმა მოცურავემ, ველი ისრაფილოვმა ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ქვეყანას მე-11 ოქროს მედალი მოუტანა.
18 წლის სპორტსმენმა 100 მეტრზე ბრასით ცურვაში პარალიმპიური რეკორდი დაამყარა 1:04.86 შედეგით.
გარდა ამისა, ველი ისრაფილოვი აზერბაიჯანის ყველაზე ახალგაზრდა პარალიმპიური ჩემპიონი გახდა.
ამჟამად, აზერბაიჯანი პარალიმპიურ თამაშებზე 16 მედალს ფლობს, მათ შორის 11 ოქროს და საერთო რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს.