თავში

ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ - PHOTO

ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონები გახდნენ - PHOTO

რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიელი მეტოქე დაამარცხა. მატჩის დასასრულს ანგარიში 39:24 დაფიქსირდა. შეხვედრა პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" გაიმართა. 

ეს იმას ნიშნავს, რომ "ბორჯღალოსნები" 2020 წლის ევროპის ჩემპიონები უკვე მეთორმეტედ გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი თამაში აქვს ჩასატარებელი, სატურნირო ცხრილში ის უპირობო ლიდერია. შესაბამისად, ჩემპიონობა საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდმა ერთი ტურით ადრე იზეიმეს. 

ტურნირის ბოლო მატჩში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 მარტს, თბილისის მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system