თავში

ბრავო, ნიკა! - შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს ულოცავს

ბრავო, ნიკა! - შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს ულოცავს
ბრავო, ნიკა! - შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს ულოცავს

ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.

კარიერის მანძილზე ბასილაშვილი ციციპასს მესამედ შეხვდა და პირველად მოუგო.

ბასილაშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე:

ბრავო ნიკა! - დაწერა მან facebook-ში და ბასილაშვილის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია გააზიარა.

ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა და გერმანელ ალექსანდერ ზვერევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system