თავში

"ბრავო ოსტატო" - ნოვაკ ჯოკოვიჩი ზურაბ დათუნაშვილს ულოცავს

"ბრავო ოსტატო" - ნოვაკ ჯოკოვიჩი ზურაბ დათუნაშვილს ულოცავს
ბრავო ოსტატო - ნოვაკ ჯოკოვიჩი ზურაბ დათუნაშვილს ულოცავს

სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ქართველ სპორტსმენს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლის მოპოვებას საკუთარ Instagram გვერდზე ულოცავს.

"ბრავო ოსტატო!". – წერს ჯოკოვიჩი დათუნაშვილზე, რომელმაც ოლიპიადაზე სერბეთის სახელით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დათუნაშვილის მხრიდან ქვეყნის დატოვებისა და სერბეთში გადასვლის მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. 2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს.

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ხუთიათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. 

ინციდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system