თავში

დაუშვებს თუ არა ევრო 2020-ზე ყველა ქალაქი ტრიბუნებზე მაყურებელს

დაუშვებს თუ არა ევრო 2020-ზე ყველა ქალაქი ტრიბუნებზე მაყურებელს
დაუშვებს თუ არა ევრო 2020-ზე ყველა ქალაქი ტრიბუნებზე მაყურებელს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ყველა 12 მასპინძელი ქალაქი მზად არის ტრიბუნებზე გულშემატკივარი დაუშვას. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთ ქალაქში მზად არიან, დაუშვან სტადიონის ტევადობის მხოლოდ 10 პროცენტი, რაც ხელს არ აძლევს უეფა-სა და მის პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს. ელოდებიან, რომ მაყურებლის დასწრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 20 აპრილამდე მიიღებენ.

ასევე აღმოჩნდა, რომ ყველაზე პრობლემური ქალაქია დუბლინი. ამ მომენტისთვის,ირლანდიის მთავრობას არ შეუძლია გარანტიების გაცემა მაყურებლის მინიმალური რაოდენობის დასწრების შესახებ.

2020 წლიდან 2021-ში გადატანილი ევრო 2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system