თავში

დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსკოვში გამართულ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საარჩევნო კონგრესზე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ხმა პრეზიდენტობის თურქ კანდიდატს, ჰასანაკუშს მისცა, რომლის გამარჯვებითაც დასრულდა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნები.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, აკუშმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დავით ყიფშიძე წარადგინა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ევროპული ძალოსნობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system