თავში

დღეს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

​დღეს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება
დღეს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

დღეს, 11 ივნისს, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლის წინ გადაიდო.

ტურნირმა თავისი შარშანდელი სახელი - 2020 შეინარჩუნა.

ევრო 2020-ის პირველი თამაში A ჯგუფში გაიმართება რომში, ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 23:00 საათზე. მოედანზე ერთმანეთს თურქეთი და იტალია შეხვდებიან.

A ჯგუფის კიდევ სამი თამაში ბაქოში გაიმართება. შვეიცარიასა და უელსს შორის მატჩი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდება 12 ივნისს, თურქეთისა და უელსის გუნდები მოედანზე 16 ივნისს გავლენ, ხოლო თურქეთი და შვეიცარია 20 ივნისს ითამაშებენ. გარდა ამისა, ერთი 1/4 -ფინალური თამაში ბაქოში 3 ივლისს გაიმართება .

ევრო 2020 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპის 11 ქალაქში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system