თავში

დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია

​დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია
დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია

დიანა ლომაია მსოფლიო თასის ფინალშია, - ამის შესახებ ინფორმაციას საჭადრაკო კლუბი "ნანა" ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 16 წლამდე გოგონათა შორის 6-10 აგვისტოს გაიმართა, სადაც დიანა ლომაიამ წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მან 10 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით VI ადგილი დაიკავა. მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 26-30 აგვისტოს გაიმართება.

მსოფლიო თასი 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართება. ტურნირში 100-ზე მეტი ქვეყნის 1600-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system