თავში

დიეგო მარადონას ბოლო ვიდეო გარდაცვალებამდე - VIDEO

დიეგო მარადონას ბოლო ვიდეო გარდაცვალებამდე
დიეგო მარადონას ბოლო ვიდეო გარდაცვალებამდე  - VIDEO

სოციალურ ქსელებში დიეგო მარადონას უკანასკნელი, საავადმყოფოში გადაღებული ვიდეო ვრცელდება. როგორც ხედავთ, სიცოცხლის ბოლო დღეებში, მარადონას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდა. 

ამასთან, ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ტოვებს ფეხბურთის ლეგენდა საკუთარ სახლს და საავადმყოფოსკენ მიემართება. 

უცხოური მედიის ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის დიეგო მარადონას უკანასკნელი სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედრისთვის ბალზამირება გაეკეთებინათ და ისე ეჩვენებინათ საზოგადოებისათვის. 

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესის მახლობლად, ბელა ვისტას კერძო სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს.

მსოფლიო სპორტის ლეგენდა, არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გულის შეტევით, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system