თავში

"დინამო“ ბაქოში ჩაფრინდა - ცხადაძე აზერბაიჯანს 22 მოთამაშით ესტუმრა

​"დინამო“ ბაქოში ჩაფრინდა - ცხადაძე აზერბაიჯანს 22 მოთამაშით ესტუმრა
დინამო“ ბაქოში ჩაფრინდა - ცხადაძე აზერბაიჯანს 22 მოთამაშით ესტუმრა

„დინამო თბილისი“ ბაქოში ჩაფრინდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ განმეორებით მატჩს ჩაატარებს.

დინამოელები დღეს საღამოს ბაქოს „ბაქსელ არენაზე“ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პრესკონფერენციას გამართავს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, რომელიც „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შორის თბილისში გაიმართა, სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

განმეორებითი მატჩი ბაქოს „ბაქსელ არენაზე“ 14 ივლისს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system