თავში

დოჰას მასტერსზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს

დოჰას მასტერსზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს
დოჰას მასტერსზე დღეს ექვსი ქართველი იასპარეზებს

2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დაიწყება. მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ოთხი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი დაიცავენ.

დღეს ტურნირზე მედლები ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც მამაკაცებში 60 და 66კგ წონით კატეგორიაში ორ-ორი ქართველი გამოვა, ხოლო ქალებში 52 და 57კგ-ში თითო ძიუდოისტი იასპარეზებს.

ტურნირზე ხუთი კონტინენტის, 69 ქვეყნის 399 ძიუდოსტი იასპარეზებს.

დოჰაში ფინალური ბლოკი 18.00 საათზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system