თავში

ეკატერინე გორგოძემ სანტიაგოს ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

ეკატერინე გორგოძემ სანტიაგოს ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
ეკატერინე გორგოძემ სანტიაგოს ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ სანტიაგოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გორგოძემ ბუენოს-აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგის გათამაშებაში გამარჯვების შემდეგ, ჩილეში გადაინაცვლა, სადაც ერთეულებშიც და ირინა ბარასთან ერთად, წყვილთა თანრიგშიც თამაშობს.

სანტიაგოს ტურნირზე გორგოძემ ერთეულებში გამოსვლა მასპინძელ ჩოგბურთელთან, მაკარენა კანონისთან შეხვედრით დაიწყო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6:0, 6:0 დაამარცხა. 

გორგოძე მერვედფინალში კოლუმბიელ ჰერაზოს დაუპირისპირდება.

გორგოძე და ირინა ბარა სანტიაგოს წყვილთა ტურნირშიც მონაწილეობენ. 

შეგახსენებთ, რომ ქართულ/რუმინულმა დუეტმა ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი-ტრანსილვანიის და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლო. 

WTA-ის განახლებულ წყვილთა თანრიგის რეიტინგში გორგოძე 69-ე პოზიციას იკავებს, ერთეულებში კი 154-ე პოზიციაზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system