თავში

ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ღია პირველობაზე გავიდა

ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ღია პირველობაზე გავიდა
ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ღია პირველობაზე გავიდა

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელ ნურია პარისა დიასს ორ სეტში, 6:3, 6:4 აჯობა და საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ესპანელ მეტოქესთან შეხვედრამდე, ქართველმა სპორტსმენმა მექსიკელ სარასუას და ბულგარელ კოსტოვას მოუგო.

როლან გაროსის ძირითად ბადეში გორგოძის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

მსოფლიო რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 222-ე პოზიციაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system