თავში

ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ ყრილობას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ

ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ ყრილობას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ
ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ ყრილობას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ

ფეხბურთის ფედერაციაში საიუბილეო, 30-ე ყრილობა გაიმართა. ღონისძიებას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. ამის გამო, ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მედიის წარმოამდგენლებს მოუბოდიშა. 

"ვეცადეთ, ყველა სტანდარტი და რეგულაციები დაგვეცვა. მინდა მოვუბოდიშო მედიის წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას, რომ ყრილობა იმ ფორმატით ვერ ჩავატარეთ, რომელსაც მიჩვეულები ვიყავით. შესაბამისად, მათი დასწრება შეუძლებელი იყო“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, დამსწრეები სოციალური დისტანციის დაცვით განთავსდნენ, ხოლო ყრილობა ღია ამფითეატრში ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system