თავში

ფრიდონ აბულაძე, გიორგი ჩხიკვაძე და დიეგო ჩხიკვაძე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ფრიდონ აბულაძე, გიორგი ჩხიკვაძე და დიეგო ჩხიკვაძე ჭიდაობაშ
ფრიდონ აბულაძე, გიორგი ჩხიკვაძე და დიეგო ჩხიკვაძე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ

დორტმუნდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ფრიდონ აბულაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში რუსეთის წარმომადგენელი დინისლამ ბამატოვი ანგარიშით 5-4 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. 

გიორგი ჩხიკვაძემ ფინალური ბრძოლა უნგრელ ტოესმაგთან გამართა და 4-1 გაიმარჯვა. 

დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელ გურბანოვს შეხვდა და 8-1 ანგარიშით ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) და გიორგი თოხაძე (55 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.  

ლუკა ოჩიგავამ 66 კგ წონით კატეგორიაში და ფირუზ აბულაძემ 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system