თავში

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 

125 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა პოლონელი რობერტ ბარანი ძალიან იოლად, დაახლოებით ორწუთნახევარში, ანგარიშით 11:0 დაამარცხა. მან საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მუტანა.

ევროპის საჭიდაო ფორუმზე, მთლიანობაში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიგეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა კი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი.

შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა ევროპირველობა მეორედ მოიგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system