თავში

გენტმა გიორგი ჩაკვეტაძე თურქეთში არ გაუშვა

​გენტმა გიორგი ჩაკვეტაძე თურქეთში არ გაუშვა
გენტმა გიორგი ჩაკვეტაძე თურქეთში არ გაუშვა

თურქულმა ტრაბზონსპორმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ყიდვა სურდა, ბელგიური გენტისგან უარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Ajansspor ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად ტრაბზონელთა ტექნიკური დირექტორი აბდულა ავჩი იყო დაინტერესებული. მან ბელგიელებთან ნიადაგიც კი მოსინჯა, თუმცა, გენტმა მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 2.7 მილიონი ევროა, თურქული კლუბი კი მზად იყო, ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 5 მილიონამდე გადაეხადა, თუმცა, გენტელთა დაინტერესება ვერ მოახერხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system