თავში

გიორგი ნიჟარაძე: ვეთამაშებით "დამშეულ“ და დასვენებულ ფიჯის

გიორგი ნიჟარაძე: ვეთამაშებით "დამშეულ“ და დასვენებულ ფიჯის
გიორგი ნიჟარაძე: ვეთამაშებით დამშეულ“ და დასვენებულ ფიჯის

რაგბი ევროპის ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც ამავდროულად მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს წარმომადგენელია, „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების მონაწილეობა შეაფასა. 

მისი თქმით, გუნდმა უდიდესი პროგრესი განიცადა და ამით, უმთავრესი მიზანი შესრულებულია. 

გაგვიმართლა იაპონიამ უარი რომ თქვა, თუმცა დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რათა ტურნირზე ჩვენ მოვხვედრილიყავით და არა სხვა, რისი მცდელობებიც იყო. ეს ერთწლიანი ტურნირი ჩვენთვის იყო ისტორიული შანსი, ზედიზედ რამდენიმე მატჩი ჩაგვეტარებინა მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან და მიგვეღო ფასდაუდებელი გამოცდილება“, - განაცხადა ნიჟარაძემ. 

მან ბორჯღალოსნების მომდევნო მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომელსაც საქართველოს ნაკრები ფიჯისთან გამართავს. 

შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნები დასკვნით მატჩს დღეს, ედინბურგში ფიჯისთან გამართავენ. ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ ობიექტურად, ფიჯი ჩვენზე ძლიერი გუნდია და ის, რომ დიდი ხანია არ უთამაშია, შეიძლება სხვა კუთხითაც დავინახოთ:

„ვეთამაშებით „დამშეულ“ და დასვენებულ ფიჯის, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ისინი მოწყურებული არიან თამაშს და სურთ დაამტკიცონ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ფიჯი ჩვენზე ძლიერია და უმძიმესი თამაში გველოდება. მაგრამ მაქვს შეგრძნება, ჩვენმა ბიჭებმაც დაიჯერეს, რომ ამ დონეზე თამაში შეუძლიათ“, - თქვა გიორგი ნიჟარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system