თავში

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და, შესაბამისად, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება მიიღო, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

კიევის „დინამოს“ წევრს, გიორგი წიტაიშვილს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system