თავში

გურამ კაშია თბილისის ,,ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა

გურამ კაშია თბილისის ,,ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა
გურამ კაშია თბილისის ,,ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია თბილისის ,,ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გურამ კაშიამ ,,ლოკომოტივთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს. 

,,ლოკომოტივში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან", - განაცხადა გურამ კაშიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system