თავში

იაპონიის ოლიმპიადის გადადების მსურველთა რაოდენობა იზრდება

​იაპონიის ოლიმპიადის გადადების მსურველთა რაოდენობა იზრდება
იაპონიის ოლიმპიადის გადადების მსურველთა რაოდენობა იზრდება

იაპონიაში ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის მოწინააღმდეგეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა The Asahi Shimbun ავრცელებს.

სოციოლოგიური კვლევით, რომელიც 15-16 მაისს ჩატარდა, დადგინდა, რომ გამოკითხულთა 43% ოლიმპიური თამაშების გადადების მომხრეა. გამოკითხვამ, რომლიც მანამდე აპრილიც ჩატარდა, აჩვენა, რომ ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადადების მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების გადადებას ითხოვენ ექიმთა პროფკავშირებიც. ამის მიზეზად ისინი ვაქცინაციით გადატვირთულ გრაფიკს ასახელებენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ჯონ ქოუთსი აცხადებს, რომ ოლიმპიადა ტოკიოში გაიმართება და მისი უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, როგორც სპორტსმენების, ისე იაპონიის მოსახლეობის დასაცავად, გარკვეული მექანიზმებია შემუშავებული.

ოლიმპიადის გადადების მოთხოვნით პეტიციას იაპონიაში უკვე 351 000 ხელმომწერი ჰყავს. დოკუმენტი ტოკიოს გუბერნატორს იურიკო კოიკეს, იაპონის მთავრობას და საერთაშორისო ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტს გადაეცა.

ოლიმპიადა იაპონიაში 2020 წლის 24 ივნისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამართულიყო, თუმცა კორონაპანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო. წელს ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით არის დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system