თავში

იაპონიის პრემიერი: ოლიმპიური თამაშები გეგმის მიხედვით გაიმართება

იაპონიის პრემიერი: ოლიმპიური თამაშები გეგმის მიხედვით გაიმართება
იაპონიის პრემიერი: ოლიმპიური თამაშები გეგმის მიხედვით გაიმართება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მაინც გაიმართება. მისი თქმით, გეგმებში ცვლილებები ამ დრომდე არ შესულა. 

აბემ თქვა, რომ თამაშები ივლისში იმ შემთხვევაშიც კი დაიწყება, თუ სხვა სპორტული ღონისძიებები გადაიდება ან გაუქმდება. 

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადება დონალდ ტრამპის შეთავაზებას მოჰყვა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ოლიმპიადის ერთი წლით გადადების ინიციატივით გამოვიდა. 

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტთან. თამაშებს ჩავატარებთ ყოველგვარი გართულებისა და ინფექციის გავრცელების გარეშე", - განაცხადა შინზო აბემ. 

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 21 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system