თავში

ისტორიული ბრძოლა - ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერი დაამარცხა

ისტორიული ბრძოლა - ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერი დაამარცხა
ისტორიული ბრძოლა - ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერი დაამარცხა

ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ ამერიკელი მოწინააღმდეგე, დეონტეი უაილდერი დაამარცხა და მძიმე წონაში WBC-ის კრივის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლა ლას-ვეგასში MGM Grand Arena-ზე შედგა და მე-7 რაუნდში 31 წლის ბოქსიორის გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტ რაუნდში უაილდერის სამწვრთნელო შტაბმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც დანებებას - ტექნიკურ ნოკაუტს ნიშნავს.

ფიურისა და უაილდერის პირველი შერკინება 2018 წლის დეკემბერში გაიმართა და ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს თავის კარიერაში ყველა ბრძოლა მოგებული აქვს, თუ ერთმანეთთან ფრედ დასრულებულ პირველ შეხვედრას არ ჩავთვლით. დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ კი ფიური ერთადერთია, ვინც უაილდერის დამარცხება შეძლო. 

წყარო: The Guardian

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system