
ფამაგუსტას "ანორთოსის" შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე ბელორუსიის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. 27 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშზე, შეჯახების შედეგად მიიღო. ჯანომ მუხლის გვერდითი მყესი გაიწყვიტა და მინიმუმ 2 თვე ვეღარ ითამაშებს.