თავში

კალაძის გუნდი ლეგენდების თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა - VIDEO

კალაძის გუნდი ლეგენდების თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა
კალაძის გუნდი ლეგენდების თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა - VIDEO

თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდების თასის ფინალში ლევან კობიაშვილის „ჰერტასთან“ დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა. თავად კობიაშვილმა, პირველ თამაშში მიღებული ტრავმის გამო, თამაში ვერ შეძლო.

ნახევარფინალში „დინამომ“ ბრემენის „ვერდერი“ 5:2 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. 

ფინალში ბერლინელები თავიდანვე ორი გოლით დაწინაურდნენ. ალექსანდრე იაშვილმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ჰერტამ“ ორბურთიანი უპირატესობა ისევ აღადგინა. მალევე "ჰერტამ"კიდევ ორი გაიტანა და 5:1 დაწინაურდა. 

თბილისელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს – მეტოქის კარში გოლი ლევან ცქიტიშვილმა გაიტანა.

საბოლოოდ, „ჰერტამ“  5:2 გაიმარჯვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. თბილისის "დინამო" ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system