თავში

ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნეს

ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნეს
ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნეს

იტალიის ქალაქ ოლბიაში დღეს სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იასპარეზებს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი სამი ძიუდოისტით წარსდგება.

პირველი გამარჯვება უკვე მოპოვებულია, 60 კგ წონით კატეგორიაში შაქრო შათირიშვილმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი, შაქრო შათირიშვილი

81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი

90 კგ – ნიკა ხარაზიშვილი; ლაშა მღებრიშვილი

100 კგ – ილია სულამანიძე; მიხეილ ჯაფარიძე

+100 კგ – საბა ინანეიშვილი; ირაკლი დემეტრაშვილი

52 კგ – მარიამ ლაფაჩიშვილი; რეგინა უთნელიშვილი

57 კგ – ნინო ლოლაძე

63 კგ – ინდირა სილაგაძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system