თავში

ქართველი მოცეკვავეების წარმატება იტალიაში - PHOTO

ქართველი მოცეკვავეების წარმატება იტალიაში
ქართველი მოცეკვავეების წარმატება იტალიაში - PHOTO

იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში, სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, საერთაშორისო შეჯიბრება (პრადო) გაიმართა, სადად მონაწილეობას 40 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ახალგაზრდების ქვეჯგუფში 1 ადგილი საქართველოს წარმომადგენლებმა, ოთარ წიკლაურმა და მარიამ მეგრელიძემ დაიკავეს.

აღნიშნული გამარჯვებით, ახალგაზრდები მსოფლიო რეიტინგში დაგროვებული ქულებით, საუკეთესო 25-ში მოხვდნენ, რაც სპორტულ შეჯიბრში პირველი შემთხვევაა.

საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობდა კიდევ ერთი წყვილი. დიდების ქვეჯგუფში, თეიმურაზ ცნობილაძემ და თინათინ ჩიტიძემ, 105 წყვილიდან, ნახევარფინალში ასპარეზობა მოახერხეს.

საერთაშორისო მსაჯი საქართველოდან ვანო კანდელაკი იყო.

ცნობისთვის, 29 თებერვალს, უკრაინაში, ქალაქ კიევში გამართულ wdsf kyiev open youth-ის კატეგორიაში, ოთო წიკლაურმა და მარიამ მეგრელიძემ მესამე, საპრიზო ადგილი დაიკავეს, რაც მათ მსოფლიო რეიტინგში ახალ პოზიციას დაუმკვიდრებს. ისინი უკვე მსოფლიო საუკეთესო 15-ეულში მოხვდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო პირველად არის წარმოდგებნილი მსოფლიოს ტოპ 15-ში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system