თავში

ქართველი პარაოლიმპიელი ტოკიოში სასტუმროს დაცვის ცემის ბრალდებით დააკავეს

ქართველი პარაოლიმპიელი ტოკიოში სასტუმროს დაცვის ცემის ბრალდებით
ქართველი პარაოლიმპიელი ტოკიოში სასტუმროს დაცვის ცემის ბრალდებით დააკავეს

ტოკიოში, სასტუმროს დაცვის ცემის ბრალდებით ქართველი პარაოლიმპიელი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოისტთა გუნდი სასტუმროში, კარანტინზე იყო, მას შემდეგ რაც გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროს პერსონალის თქმით, ძიუდოისტები ხმაურობდნენ, რის გამოც დაცვამ მათ შენიშვნა მისცა და ოთახებში დაბრუნება მოსთხოვა. პოლიციაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ პარაოლიმპიელმა 60 წლის კაცი იატაკზე დააგდო, რის შემდეგაც მას ნეკნების მოტეხილობა დაუდგინდა.

ძიუდოისტმა დაკითხვაზე აღიარა, რომ ინციდენტის დროს ის და მისი თანაგუნდელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერის განცხადებით, ძიუდოისტს სავარაუდოდ, სახლში დააბრუნებენ.

პარაოლიმპიადა 24 აგვისტოს დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system