თავში

ქართველმა სპორტსმენმა დოპინგ ტესტი ვერ გაიარა

ქართველმა სპორტსმენმა დოპინგ ტესტი ვერ გაიარა
ქართველმა სპორტსმენმა დოპინგ ტესტი ვერ გაიარა

ქართველი სპორტსმენი, ბირთვის მკვრელი ბენიკ აბრამიანი ოლიმპიური თამაშებიდან დროებით მოხსნეს და დღევანდელ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც საერთაშორისო ტესტირების სააგენტო (ITA)-ზე დაყრდნობით სააგენტო Reuters წერს, მან დოპინგ ტესტი ვერ გაიარა. 

36 წლის სპორტსმენს 31 ივლისს ტოკიოში ჩატარებული ტესტის შედეგად ორგანიზმში აკრძალული სტეროიდები აღმოაჩნდა.

„სპორტსმენი ინფორმირებულია საქმის შესახებ და საკითხის გადაწყვეტამდე დროებით მოხსნილია” - ნათქვამია ITA–ს განცხადებაში.

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს B-სინჯის ტესტირება მოითხოვოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system