თავში

ხაბიბი სპორტიდან დაუმარცხებელი წავიდა

ხაბიბი სპორტიდან დაუმარცხებელი წავიდა
ხაბიბი სპორტიდან დაუმარცხებელი წავიდა

UFC-ის რუსმა მებრძოლმა დაღესტნიდან, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ოქტაგონზე საკუთარი ხელთათმანები დატოვა. ხაბიბმა მებრძოლის კარიერა დაუმარცხებლად დაასრულა. 

29 გამარჯვება და არც ერთი მარცხი. ასეთია "არწივის" მონაგარი და ამ შედეგით ის UFC-ის ისტორიაში შევიდა. 

ნურმაგომედოვმა ოქტაგონი ემოციურად დატოვა. უკანასკნელი გამარჯვება ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. 

მამის გარდაცვალებით დათრგუნულმა ხაბიბმა მის გულშემატკივრებს მშობლებთან მეტი დროის გატარებისკენ მოუწოდა. სწორედ ამავე მიზეზით დაამთავრა კარიერა. ის დედას მასთან მეტი დროის გატარებას დაჰპირდა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system