თავში

ხეცურიანი და თიბილაშვილი პარალიმპიადის ნახევარფინალში არიან

ხეცურიანი და თიბილაშვილი პარალიმპიადის ნახევარფინალში არიან
ხეცურიანი და თიბილაშვილი პარალიმპიადის ნახევარფინალში არიან

ტოკიოს პარალიმპიადაზე ქართველი ეტლით მოფარიკავეები, ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი ინდივიდუალურ პირველობაში  ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ნახევარფინალში ხეცურიანის მეტოქე ჩინელი შუმეი ტანი იქნება, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.

რაც შეეხება ნინო თიბილაშვილს, მისი მეტოქე უკრაინელი იქნება – რიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალისტი ევგენია ბრეუსი.

ნახევარფინალური ორთაბრძოლები თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system