თავში

ქუთაისის მერი "ბოჩა - სპორტი ყველასთვის" პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისის მერი "ბოჩა - სპორტი ყველასთვის" პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
ქუთაისის მერი ბოჩა - სპორტი ყველასთვის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაცია "ახალგაზრდული ჰორიზონტი" ამერიკის სალეჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში პროექტს "ბოჩა - სპორტი ყველასთვის" ახორციელებს. 

პროექტის საზოგადოებისთვის წარდგენას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.

"საინტერესო პროექტის პრეზენტაცია მოეწყო. ეს არის „ ბოჩა- სპორტი ყველასათვის“, რომელიც დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ჩვენს ქალაქში მცხოვრები შშმ პირების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას. შევხვდი პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს , ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე და კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს შეზღუდული გარემო და ჩვენ ერთად უნდა გავხადოთ ეს გარემო ყველასთვის თანაბრად კომფორტული და ხელმისაწვდომი“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system