თავში

ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა რუსთავის კლუბი დაამარცხა

​ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა რუსთავის კლუბი დაამარცხა
ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა რუსთავის კლუბი დაამარცხა

სუპერლიგის მე-4 ტურზე „ქუთაისი 2010“-მა რუსთავის გუნდს მოუგო. ქვემოქართლურმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისთან ანგარიშით 69:72 წააგო.

მატჩის ბოლო წამზე რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, დენზელ ლივინგსტინმა მოედნის ცენტრიდან გამთანაბრებელი სამქულიანი რკალს გაარტყა და გამარჯვება იმერულ კლუბს დარჩა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის მე-4 მატჩში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. რუსთაველთა მონაგარი კი 1 მოგება და 2 მარცხია.

გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე. 14-14 ქულა შონ რაუნდთრიმ და მილოშ პაიოვიჩმა მიითვალეს. 13 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველებს ლივინგსტონმა 24 ქულით ულიდერა, 12 ქულა კი ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system