თავში

ლაშა ბექაურმა ოპერაცია გაიკეთა და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვეღარ იჭიდავებს

ლაშა ბექაურმა ოპერაცია გაიკეთა და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვეღარ იჭიდავებს
ლაშა ბექაურმა ოპერაცია გაიკეთა და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვეღარ იჭიდავებს

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ოპერაცია გაიკეთა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბექაურს წინ კიდევ 1 ოპერაცია აქვს და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ვეღარ იჭიდავებს.

ბაქოში, ლაშა ბექაურის ნაცვლად ლუკა მაისურაძე იჭიდავებს.

როგორც ირკვევა, სპორტსმენს თიაქარის გეგმიური ოპერაცია ჩაუტარდა. ოლიმპიური ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის ინფორმაციით, ლაშა ბექაურს ასევე გაძნელებული აქვს სუნთქვა, რის გამოც მომდევნო კვირაში პოლიპების ოპერაციას გაუკეთებენ.

ცნობისთვის, ოპერაციამდე, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" კლინიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system