თავში

ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან

ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან
ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს ვარსკვლავებს გაუხსნიან

ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს გენო პეტრიაშვილს მათი სახელობის ვარსკვლავებს გაუხსნიან. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "საქართველოს კულტურის პალატა" ავრცელებს.

"დღეს, საქართველოს კულტურის პალატასთან არსებულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება - ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს და ვერცხლის პრიზიორს (ჩვენთვის ეს ოქროა) გენო პეტრიაშვილს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავები. 

სახელობითი ვარსკვლავების გახსნის თარიღებს დამატებით გაცნობებთ. 

(კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საჩხერეში უკვე აქვს ვარსკვლავი და შესაბამისად, კომისიას ლაშა ტალახაძისთვის სახელობითი ვარსკვლავის გახსნის საკითხი არ განუხილავს)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system