თავში

ლაშა ტალახაძეს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ლაშა ტალახაძეს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
ლაშა ტალახაძეს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

ქართველ ოლიმპიელებს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. გულშემატკივრები ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს შეძახილებით დახვდნენ.

როგორც ტალახაძემ აღნიშნა, ბედნიერია, რომ ოლიმპიური ოქრო მეორედ მოიპოვა.

„მადლობა ასეთი დახვედრისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეორედ შევინარჩუნე ოლიმპიური ოქროს მედალი. მადლობა გულშემატკივარს“, – თქვა ლაშა ტალახაძემ აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system