თავში

ლიონელ მესი PSG-ში ითამაშებს

ლიონელ მესი PSG-ში ითამაშებს
ლიონელ მესი PSG-ში ითამაშებს

ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. ამის შესახებ The Guardian  წერს.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ლიონელის მესის მამამ, ხორხე მესიმაც.

მესის თვითმფრინავი პარიზში დღეს ჩაფრინდება და საღამოს, არგენტინელი ფეხბურთელი კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხვალ კი კლუბთან კონტრაქტს  გააფორმებს.

34 წლის ფეხბურთელმა მთელი მისი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა. 2003 წელს შემდგარი დებიუტის შემდეგ, 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა. მესი ექვსგზის ოქროს ბურთის მფლობელია. მან კლუბთან ურთიერთობა 30 ივნისს დაასრულა. ოფიციალურად ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გაგრძელება მასში არსებული ფინანსური მოცემულობის მიხედვით საჭიროდ აღარ მიიჩნიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system