თავში

ლუკა ჯავახაძე და აჩიკო ბოლქვაძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ლუკა ჯავახაძე და აჩიკო ბოლქვაძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
ლუკა ჯავახაძე და აჩიკო ბოლქვაძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. ჭაბუკთა შორის, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლუკა ჯავახაძემ 48 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო აჩიკო ბოლქვაძემ 80 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვეს ოქროს მედლები. 

ლუკა ჯავახაძემ ფინალში თურქი ფალავანი 7-5 დაამარცხა, ხოლო აჩიკო ბოლქვაძემ რუს კამალუდი მაგამედოვს სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები დაიმსახურეს. 

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა. ვერცხლის მედალი ანრი ფუტკარაძემ (65 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი თამაზ ღლონტი (55 კგ) დაეუფლა.

ხვალ 25 ივლისს, მსოფლიოს პირველობის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system