თავში

მაკგრეგორმა რეპერთან იჩხუბა - VIDEO

​მაკგრეგორმა რეპერთან იჩხუბა
მაკგრეგორმა რეპერთან იჩხუბა - VIDEO

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი MTV Video Music Awards-ზე სკანდალში გაეხვა.

ირლანდიელი ცნობილ ამერიკელ რეპერს Machine Gun Kelly-ს (ნამდვილი სახელი კოლსონ ბეიკერი) მიუახლოვდა, რათა ერთობლივი ფოტო გადაეღო, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ მაკგრეგორი მას ეცა.

რეპერმა კონორს ხელი ჰკრა, რის გამოც მას სასმელი გადაასხა.

ვითარების განმუხტვა დაცვამ სცადა, თუმცა მაკგრეგორმა უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ წარმომადგენელს დაარტყა.

"არაფერი მომხდარა. წარმოდგენა არ მაქვს, მე თვითონ მხოლოდ მივუახლოვდი. ამ ბიჭს არც კი ვიცნობ, ეს მხოლოდ ჭორია. არაფერი მომხდარა, მე ვეჩხუვებები მხოლოდ ნამდვილ მებრძოლებს, ადამიანებს, რომლებმაც ბრძოლა იციან.

მე არ ვებრძვი ვანილა აისის პატარა თეთრ რეპერებს. მე არაფერი ვიცი ამ ბიჭის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის მეგან ფოქსთან ერთად მოვიდა", - განუცხადა მაკგრეგორმა ჟურნალისტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system