თავში

მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა
მარია შარაპოვამ კარიერა დაასრულა

"დიდი მუზარადის" ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულმა, მარია შარაპოვამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. სპორტსმენის გამოსამშვიდობებელი "ესსე" Vanity Fair-მა გამოაქვეყნა. 

"როგორ უნდა გამოემშვიდობო იმ ერთადერთს ცხოვრებას, რომელსაც შენ იცნობდი?! როგორ უნდა დატოვო ის კორტები, რომლებზეც ბავშვობიდან ვარჯიშობდი, თამაში, რომელიც ძალიან გიყვარს, რომელმაც უთქმელი ცრემლი და ენით აღუწერელი სიხარული მოგიტანა. სპორტი რომელშიც შენი ოჯახი და თაყვანისცემლები იპოვე. ისინი შენით ხომ 28 წლის განმავლობაში ამაყობდნენ. ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია, ასე რომ მაპატიეთ. ნახვამდის ჩოგბურთო!"

მარია შარაპოვას პროფესიონალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. 36 ტიტულის მფლობელი სპორტსმენი წლების განმავლობაში მხრის ტრავმას ებრძოდა, რომელზე 2008 წელს ოპერაციაც გაიკეთა. 2016-17 წლების დისკვალიფიკაციის შემდეგ მისი ფიზიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რის გამოც მარია იშვიათად თამაშობდა. 2019 წელს მან მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და აქედან შვიდში დამარცხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system